"მანჩესტერ სიტი" თავდამსხმელ გაბრიელ ჟეზუსის გაყიდვას არ პირებს, - იტყობინება Сalciomercato.
გამოცემის მტკიცებით, ბრაზილიელი ფორვარდის შეძენა "იუვენტუსს" უნდა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.
23 წლის გაბრიელ ჟეზუსის შენარჩუნება კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მოსთხოვა, რომელიც "პალმეირასიდან" მისი გადაყვანის ინიციატორი იყო.
23 წლის გაბრიელ ჟეზუსის შენარჩუნება კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მოსთხოვა, რომელიც "პალმეირასიდან" მისი გადაყვანის ინიციატორი იყო.
მან "სიტიში" 132 მატჩში 61 გოლი გაიტანა.