იოზილი ხელფასის 12.5%-ით შემცირებაზე უარს აცხადებს - მისი ყოველკვირეული გასამრჯელო 350 ათასია

AutoSharing Option
"არსენალის" ფეხბურთელებმა კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო ერთი წლის განმავლობაში ხელფასების 12.5%-ით შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს, მხოლოდ სამი და მათ შორის, მესუთ იოზილი არიან წინააღმდეგნი.

31 წლის იოზილი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - კვირაში 350 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

"დეილი მეილის" ცნობით, "არსენალი" იოზილთან მოლაპარაკებას გააგრძელებს. ის ამბობს, რომ უკეთ უნდა გაერკვეს, თუ რამდენად აზარალა კლუბი ეპიდემიამ.

ფეხბურთელის აგენტმა და კლუბმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს,ძალიან უნამუსო და მაგარი წურბელა აღმოჩნდა
სოსო
17:13 21-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული