კარაგერი: მსოფლიო თასზე რაღაც მოხდა, ამიტომ აღმოჩნდა სუარესი "ლივერპულში"

AutoSharing Option
2013 წელს, "ენფილდზე","ლივერპულსა" და ლონდონის "ჩელსის" შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, თუმცა ამ შეხვედრაში ყველაზე დასამახსოვრებელი მასპინძელთა ფორვარდ ლუის სუარესის ქცევა იყო, რომელმაც "ჩელსის" მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა.

თუმცა, როგორც სუარესის თანაგუნდელი, "ლივერპულის" ექსცენტრალური მცველი ჯეიმი კარაგერი ამბობს, სუარესმა ეს ქმედება გასახდელში შესვლის შემდეგ იუარა, გუნდელებსაც კი დაუმალა.

"გასახდელში შემოსვლის შემდეგ სუარესმა კბენის ამბავი მაშინვე უარყო. ალბათ, იმის იმედი ჰქონდა, რომ კამერებმა მომხდარი ვერ დააფიქსირეს.

მიმაჩნია, რომ ამ საქციელს "ლივერპულის" მომავალი სეზონის შედეგზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, რადგან სუარესი
8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ეს ის სეზონი იყო, როცა "ლივერპულმა" პრემიერლიგა თითქმის მოიგო და მაშინ ლუისმა პირველი 4 თუ 5 შეხვედრა გამოტოვა. ურუგვაელი მერსისაიდელების საუკეთესო ფორვარდი იყო.

მახსოვს, "ლივერპულმა" საწყის ტურებში ორ შეხვედრაში დაკარგა ქულები: "საუთჰემპტონთან" ანგარიშით 0:1 წააგეს, "სუონსისთან" კი ფრედ დაასრულეს მატჩი. ამ თამაშებში სუარესს არ უთამაშია, მაგრამ ისეთი ფორმაში იყო, რომ იმ მატჩების ბედის შეცვლა შეეძლო.

ისე კი, იგივე რამ "აიაქსშიც" გააკეთა. თან, ლუისს ამსტერდამული კლუბიდან პირდაპირ "ბარსელონაში" უნდოდა გადასვლა, თუმცა მსოფლიო თასზე ისეთი რამ მოხდა, რამაც სიტუაცია შეცვალა და სუარესიც "ლივერპულში" აღმოჩნდა", - თქვა კარაგერმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული