"ნიუკასლს" არაბული მილიონები დაეტყო და ტოპ-ფეხბურთელები მოუნდა

AutoSharing Option
ამერიკული მედია საშუალება ESPN-ის ინფორმაციით, "ნიუკასლ იუნაიტედი" ზაფხულის მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს.

გამოცემის მიხედვით, კლუბს "ნაპოლის" თავდამსხმელი დრის მერტენსის, "ჩელსის" ნახევარმცველი ვილიანისა და პსჟ-ის ფორვარდი ედინსონ კავანის გადაბირება სურს. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანის ხელში ჩაგდება ჩრდილოელებს ძალიან გაუჭირდებათ.

მერტენსს, ვილიანსა და კავანის ამჟამინდელ კლუბებთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებთ.

"ნიუკასლ იუნაიტედი", რომელიც ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მე-13 პოზიციაზეა, სულ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის პრინცის კომპანიამ იყიდა და ლიგის ხელმძღვანელობისაგან შეთანხმების გაოფიციალურებას ელიან.


მკითხველის კომენტარები / 1 /
"მოუნდა" მაგარია:)))
გელა ნუგზარაშვილი
11:09 24-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული