დე ბრუინმა პრემიერლიგაში საუკეთესოდ "ლივერპულის" ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა გაამხილა, თუ ვის თვლის ამ სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

"მე მიმაჩნია, რომ ეს სადიო მანეა. ის ამჟამინდელი "ლივერპულისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია. მე რომ გამაკეთებინონ არჩევანი, მას დავასახელებდი", - განუცხადა დე ბრუინმა BT Sport-ს.

მრავალი ბრიტანული გამოცემის აზრით, ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო სწორედ მანეა. დე ბრუინი და ჰენდერსონი სამეულში შედიან.

ამ სეზონში მანემ 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული