Daily Star-ის მიხედვით, ჟირუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ლონდონის "ჩელსი" "ნაპოლის" ფორვარდის მერტენსის მოყვანას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ფორვარდს კონტრაქტი მიმდინარე წლის 1 ივლისს ეწურება.
რამდენიმე დღის წინ "რომამ" მერტენსს 3 წლიანი და 10 მილიონიანი ხელშეკრულება შესთავაზა.
თუმცა "ნაპლისაც" არ სურს დრისთან დამშვიდობება და ბელგიელს 2 წლიან კონტრაქტს და 6 მილიონიან ხელფასს სთავაზობს.
32 წლის ფეხბურთელით, ასევე ტურინის "იუვენტუსი", და მილანის "ინტერი" არიან დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში მერტენსმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.