ჰენდერსონი: მესისთვის მაისურის გაცვლა? ამას არასდროს გავაკეთებ!

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართული ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ნახევარფინალური დაპირისპირება გაიხსენა და აღნიშნა, თუ რატომ არ გაუცვალა მაისური ლიონელ მესის.

"ისე მოხდა, რომ მოედანზე საკმაოდ მალე გამოვედი - ნაბი კეიტამ ტრავმა მიიღო. კარიერაში პირველად ვთამაშობდი მოედანზე მესისთან ერთად. ბუნებრივია, "ღმერთო, ეს ხომ მესია", ასეთი აზრები თავში არ მომსვლია.

თუმცა, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ თამაში და მისი ფეხბურთისთვის ტელევიზორში თვალის მიდევნება სრულიად განსხვავებული რამ არის. ლეო ძალიან სწრაფია.

ვფიქრობდი თუ არა მესისთან მაისურის გაცვლაზე? არა, ამას არასდროს გავაკეთებ,
ეს ჩემს წესებში არ შედის. როცა "სანდერლენდში" ვთამაშობდი, როი კინმა მითხრა, თუ ვინმეს მაისურს სთხოვ, ჩათვალე, რომ მას ქვემოდან უყურებო" - აღნიშნა ჰენდერსონმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ააა კაცი, ძალიან, ძალიან მიყვარს სპორტი,განსაკუთრებით კი ფეხბურთი, მარა მაინც გავკარი იმათ ვინც დააწესა ფეხბურთელებს მილიონები უხადონ და მეცნიერება და მედიცინა (გინდაც სხვა სფეროები)ფეხებზე დაიკიდა.
გიორგი
11:34 28-04-2020
1
მესის სულ ფეხებზე არ კიდია, შენი ჩვარი მაისური?
შაკო
11:07 28-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული