"ევერტონმა" ხამეს როდრიგესს კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
"ევერტონმა" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელისთვის, ხამეს როდრიგესისთვის 4-წლიანი ხელშეკრულება მოამზადა.

"რეალისა" და ხამესის მოქმედი ხელშეკრულება ძალაშია 2021 წლამდე, თუმცა ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, გუნდს პირველივე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს. "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი როდრიგესთან ერთად "რეალსა" და მიუნხენის "ბავარიაში" მუშაობდა. კოლუმბიელი ანჩელოტის პირველი მიზანია, მეორე კი - კოუტინიო. ჟურნალისტ ნიკოლო სკირას განცხადებით, თუ გეგმა ჩაიშლება, მაშინ მთავარი პრიორიტეტი კოუტინიო გახდება, ხოლო მეორე - ირვინგ ლოსანო "ნაპოლიდან".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული