"რეალი" "არსენალს" სებალიოსს 44 მილიონზე ნაკლებად არ მიჰყიდის

AutoSharing Option
"რეალი" 23 წლის ნახევარმცველ დანიელ სებალიოსს 44 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაყიდის, - ამ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

ამჟამად სებალიოსი "არსენალშია" განათხოვრებული და ლონდონურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა უნდა.

თუ ტრანსფერი შედგა, სებალიოსი "არსენალის" ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი იქნება.

ამ სეზონში მან პრემიერლიგის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული