"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტი გარი ნევილი ინგლისის პრემიერლიგის სხვა ქვეყანაში დასრულების ინიციატივით გამოდის.
"თუ პრემიერლიგა სერიოზულად განწყობილია, რომ ჩემპიონატი ბოლომდე ითამაშონ, მაშინ კორონავირუსისგან თავისუფალ 2-3 ქვეყანაში გადაიტანონ თამაშები და იქ ჩაატარონ. ეს ქვეყნები დიდი ბრიტანეთიდან 3-4 საათის ფრენის დაშორებით უნდა იყოს.
უნდა შეაგროვონ პრემიერლიგის გუნდები, კოლექტივი, გამშუქებლები, გადაიყვანონ უსაფრთხო ქვეყანაში, ჰყავდეთ ერთ ან ორკვირიან კარანტინში და მერე მისცენ თამაშის უფლება. ევროპაში არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც კორონავირუსს წარმატებით გაუმკლავდნენ. ეს ქვეყნები შეძლებენ პრემიერლიგის მასპინძლობას.
თუ ლიგას
სერიოზულად სურს განახლება და სეზონის დასრულება, ისინი წავლენ ამ დათმობაზე. ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ დიდ ბრიტანეთში ინფიცირებისა და გარდაცვლილების სტატისტიკას, ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელი იქნება თამაშის გაგრძელება." - განაცხადა ნევილმა.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 171 790 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 26 811 გარდაიცვალა.