"მანჩესტერ სიტის" მთავარი სატრანსფერო მიზანი 25 წლის მცველია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მცველი მილან შკრინიარი, შესაძლოა, "მანჩესტერ სიტიში" ვიხილოთ.

Calciomercato-ს ცნობით, მცველის სამსახურით "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული. პეპის აზრით, გუნდი კარგ მცველს საჭიროებს და მისი მოთხოვნით, მილანის შესაძენად "სიტი" ძალისხმევას არ დაიშურებს. აღსანიშნავია, რომ იტალიელები მზად არიან შკრინიარს 70 მილიონ ევროდ შეელიონ.

მიმდინარე სეზონში 25 წლის მცველმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. მილანის სამსახურით მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონაც" არიან დაინტერესებულნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული