კევინ დე ბრუინმა შეიძლება "მანჩესტერ სიტი" დატოვოს

AutoSharing Option
ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისათვის უეფამ "მანჩესტერ სიტი" ორი წლით ევროტურნირებიდან მოკვეთა, მანკუნიანურმა კლუბმა კი აპელაცია საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა. "სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ამბობს, რომ მისი გუნდში დარჩენა მნიშვნელოვანწილად სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

"მე უბრალოდ ველი. კლუბში თქვეს, რომ აპელაცია შეიტანეს. ისინი სიმართლეში 100%-ით დარწმუნებული არიან. ვნახოთ, რა მოხდება. გუნდის მჯერა. როდესაც ყველაფერი გადაწყდება, განცხადებას გავაკეთებ. ევროტურნირების გარეშე ორი სეზონი ბევრია. ლაპარაკი ერთ სეზონზე რომ იყოს, კიდევ მოვითმენდი.

ვფიქრობ, პეპ გვარდიოლა კონტრაქტის დასრულებამდე დარჩება. ჩემი გადაწყვეტილება მასზე არ იქნება დამოკიდებული.
სხვა მწვრთნელებთანაც მიმუშავია. უკანასკნელ წლებში ჩემით ბევრი კლუბი დაინტერესდა, მაგრამ მე აქ ბედნიერი ვარ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ", - განუცხადა დე ბრუინმა ნიდერლანდულ HLN-ის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული