"არსენალი" მზადაა მხითარიანი 10 მილიონად გაყიდოს

AutoSharing Option
"არსენალი" მზადაა "რომაში" განათხოვრებულ ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს დაემშვიდობოს, - იტყობინება "მირორი".

"არსენალს" გუნდის გასაძლიერებლად ფული სჭირდება და ამიტომ მხითარიანის ფასდაკლებით, 10 მილიონ ფუნტად გაყიდვაზე თანახმაა.

თუმცა, "რომა" ამ თანხის გადახდაზეც უარსაა.

მხითარიანს "არსენალთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული