ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია

AutoSharing Option
"ბაიერნის" ყოფილი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ლეროი სანეს უმაღლესი კლასის ფეხბურთელად არ მიიჩნევს.

"მე ვთვლი, რომ სანე ჯერ ტოპ-მოთამაშე არ არის. ის კარიერის იმ ეტაპზეა, როდესაც მოვლენების განვითარების ორი ვარიანტია: ან თავდაუზოგავად გააგრძელებს მუშაობას, ან იმ ფეხბურთელად დარჩება, რომელმაც თავისი ნიჭის რეალიზება ვერ მოახერხა.

სანეს წინ დიდი ნაბიჯის გადადგმა მართებს. მხოლოდ დროდადრო ტალანტის დემონსტრირება საკმარისი არ არის. მართალი გითხრათ, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი გადაჭარბებულად მიმაჩნია", - ციტირებს ჰაინკესს "ბილდი".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნი" მზადაა სანე 60 მილიონ
ევროდ შეიძინოს. გასულ წელს მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცი სანეზე ამბობს ჯერ არ არის უმაღლესი კლასის იგროკი, უნდა განაგრძოს თავის თავზე მუშაობა და ჩვენ ცამდე ავიყვანთ ხოლმე უკრაინაში ან რუსეთში ერთ-ორ ფეხის გაქნევას ჩვენების
ჰმ
00:01 05-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული