"ლივერპულის" სანაცვლოდ კლოპმა ამერიკულ ნაკრებს უთხრა უარი

AutoSharing Option
როგორც ესპანური AS-ი იტყობინება, გერმანელ სპეციალისტ იურგენ კლოპს დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვების შემდეგ შეეძლო სათავეში მექსიკის ნაკრებს ჩასდგომოდა.

გამოცემის ცნობით, 2015 წელს გერმანული კლუბის დატოვებისთანავე კლოპს მექსიკელები დაუკავშირდნენ და ეროვნული ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს, თუმცა იურგენმა უარი განაცხადა. უარის მიზეზი კი ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის სურვილი იყო.

კლოპი კი "ლივერპულის" სათავეში სწორედ 2015 წლიდან გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ გავიდა, გასულ სეზონში კი გაიმარჯვა კიდეც. ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულმა" შარშან მეორე ადგილი
დაიკავა, წელს კი, 29 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს მდევარ "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს.

altკლოპი: "მაგარი" მთვრალი ვიყავი, ეგ ამბავი არც კი მახსოვს...

altკლოპმა "რეალის" ბრაზილიელ ვუნდერკინდს სამშობლოშიც კი ჩააკითხა თურმე...

altიურგენ კლოპი "ლივერპულს" დატოვებს?! საქმე სერიოზულადაა...


მკითხველის კომენტარები / 2 /
აჯობა გვარდიოლას პირველია მსოფლიოში ამჟამად კლოპი მეორე გვარდიოლა სამეულს სიმიონე ავსებს.
კახა
07 მაისი 2020 15:32
0
მაგარი კაცია კლოპი.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი და ქარიზმატული მწვრთნელი.
წარმატებები ასეთ მაგარ კაცს !!!
ზაზა
07 მაისი 2020 11:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული