Daili Mail: "სიტიში" "ბაიერნის" შეთავაზებაზე დიდხანს იცინეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" უარით გაისტუმრა მიუნხენის "ბაიერნი", რომელმაც ინგლისურ გრანდს გერმანელი შემტევი ლეროი სანეს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა.

როგორც ბრიტანული გამოცემა Daili Mail-ი წერს, მანჩესტერულ კლუბში დიდხანს იცინეს ბავარიელების შეთავაზებაზე. მათი აზრით, სანეს სანაცვლოდ ასეთი თანხა სიცილზე მეტს არაფერს იმსახურებს.

1 წლის წინ "ქალაქელებმა" გერმანელი გარემარბი 160 მილიონ ევროდ შეაფასეს და ნაკლები თანხის სანაცვლოდ მისი გაყიდვა არც სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უმთავრდება.

როგორც წყარო იტყობინება, "სიტის" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ძალიან ეიმედება სანესი და ძირითადი შემადგენლობის
ფეხბურთელად განიხილავს. კლუბის ხელმძღვანელობას კი ამ ფასად ფეხბურთელის "ბაიერნისთვის" მიყიდვას მისი 2021 წელს უფასოდ გაშვება ურჩევნია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაქსიმუმ 60-70 ლიმონი ღირს
0
რაა მეტი ღირს?გნაბრი ხომ სჯობს ამას,ეს რაღათ უნდათ
master
15:48 07-05-2020
1

სიახლეები პოპულარული