"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ნიდერლანდელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მის "წითელი ეშმაკებიდან" გაგდებაში დამნაშავე კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი გახლავთ.
"ჩემ გათავისუფლებაში ყველაზე მეტად ედ ვუდვორდს ვადანაშაულებ. ის უშუალო ხელმძღვანელი იყო. "მანჩესტერიდან" ჩემ წამოსვლაში მას გაცილებით დიდი წვლილი მიუძღვის, ვიდრე ჟოზე მოურინიოს.
მე თუ მკითხავთ, ედ ვუდვორდი ბოროტი გენიოსია", - უთხრა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა Een-tweetje met Yves podcast-ის ჟურნალისტს.
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს" სათავეში 2014-16 წლებში ედგა და მისი ხელმძღვანელობით კლუბმა მხოლოდ 1 ტიტული მოიგო - ინგლისის თასი. მისი
წასვლის შემდეგ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით