ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აღიარებს, რომ თავის ყოფილ გუნდზე დარდობს.
"კი, მე თვალს ვადევნებ "არსენალის" ასპარეზობას და განვიცდი გუნდზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არტეტა ფეხბურთის კულტურას ამ გუნდს დაუბრუნებს. მინდა რომ მას პატივს სცემდნენ." - ციტირებს ვენგერს TalkSport.
შეგახსენებთ, არტეტა ადრე "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო. მან "არსენალში" უნაი ემერი ჩაანაცვლა.