"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გასცა პასუხის შეკითხვას, თუ ვის აიყვანდა გუნდში მერსისაიდელების იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც კარიერა დაასრულეს.
"ამაზე პასუხი მარტივზე უფრო მარტივია. რა თქმა უნდა, სტივენ ჯერარდს. თუმცა, მას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევდა.
ყველაზე სასაცილო ის გახლავთ, რომ ჩვენ ერთსა და იმავე რაიონში უკვე 4,5 წელია ვცხოვრობთ, თუმცა აქამდე ერთმანეთს არასდროს შევხვედრივართ.
ახლა კი, კარანტინის დროს ჯერარდი ექვსჯერ თუ შვიდჯერ ვნახე. გამოვდივარ ძაღლის გასასეირნებლად, ან სარბენად და ის ოჯახთან ერთად სეირნობს,"- განაცხადა კლოპმა.
ამჟამად სტივენ ჯერარდი გლაზგოს "რეინჯერსის"
მწვრთნელია, "ლივერპულის" შემადგენლობაში კი 1998-2015 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად 11 ტიტული მოიგო.