გამოქვეყნდა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერები

AutoSharing Option
ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერი "სპორტინგიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, 25 წლის პორტუგალიელი "წითელი ეშმაკებს" 29 იანვარს 55 მილიონ ევროდ შეუერთდა.

ამ პერიოდში მან 9 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გთავაზობთ პრემიერლიგის 10 საუკეთესო ტრანსფერს:

1. ბრუნო ფერნანდეში ("სპოტინგიდან" - "მანჩესტერ იუნაიტედში", 55 მილიონი ევრო)
2. დენი ინგზი ("ლივერპულიდან" - "სოუთჰემპტონში", 20 მილიონი ევრო)
3. გარი კეჰილი ("ჩელსიდან" - "კრისტალ პალასში", თავისუფალი აგენტი)
4. გაბრიელ მარტინელი ("იტუანოდან" - "არსენალში", 6 მილიონი ევრო)
5. გარი მაგუაიერი ("ლესტერიდან"
- "მანჩესტერ იუნაიტედში", 78 მილიონი ევრო)
6. ჯეიმს მაკარტი ("ევერტონიდან" - "კრისტალ პალესში", 3 მილიონი ევრო)
7. ნილ მოპე ("ბრეტენფორდიდან" - "ბრაიტონში", 20 მილიონი ევრო)
8. აარონ ვან ბისაკა ("კრისტალ პალესიდან" - "მანჩესტერ იუნაიტედში", 50 მილიონი ევრო)
9. მატეო კოვაჩიჩი (მადრიდის "რეალიდან" - "ჩელსიში", 41 მილიონი ევრო)
10. ისმაილა სარი ("რენიდან" - "უოტფორდში", 29 მილიონი ევრო)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მანჩესტერ იუბაუიტედს რამდენი ფული დაუხარჯავს - ფერნანდეში 55 მლნ, მაგუაიერი 78 მლნ, ბისაკა 50 მლნ, თან ეს ტრანსფერები საუკეთესოებს შორისააა და შედეგი ???
ირაკლი
16:30 11-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული