გიგზი: ფერგიუსონს ამ 4 ფეხბურთელისთვის არასდროს დაუყვირია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა გაიხსენა, რომ "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა ვარსკვლავებთან ურთიერთობა კარგად იცოდა, მათთვის არასდროს დაუყვირია.

"მხოლოდ 4 ფეხბურთელი იყო, რომლისთვისაც სერ ალექსს არასდროს დაუყვირია: ერიკ კანტონა, ბრაიან რობსონი, როი კინი და კრიშტიანო რონალდო. თითოეულ მათგანს ჩვენთვის გამარჯვებები მოჰქონდა. ისინი მოედანზე საკუთარ სამუშაოს ასრულებდნენ და სწორედ ამიტომ, ფერგიუსონი მათ არასდროს აკრიტიკებდა.

იყო შეხვედრები, როცა ერიკი არაფერს აკეთებდა. ვერც გოლი გაჰქონდა, არც შავ სამუშაოს ასრულებდა უეინ რუნისა და კარლოს ტევესის მსგავსად, მოედანზე სულ ტყუილად იყო. თუმცა ფერგიმ იცოდა, რომ
კანტონას ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოუვიდოდა. ჩვენ შეიძლება გვეფიქრა, რომ სერ ალექსს 1-2 სიტყვა უნდა ეთქვა.

მომდევნო კვირას გამოვიდოდა კანტონა და გამარჯვების გოლს გაიტანდა ან რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ფერგიუსონს ვარსკვლავებთან მუშაობა შეეძლო. ის ფსიქოლოგიის ოსტატია. მას შეეძლო თავისი ფეხბურთელებისაგან მაქსიმუმის მიღება", - განაცხადა უელსელმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული