კორონა თუ მექნება, შენი სახისკენ დავახველებ, თან 65 წლის ხარ - "არსენალის" ლეგენდას მოზარდი ემუქრება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილი თავდამსხმელი იან რაითი "თვითერის" მეშვეობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ მოზარდი მას შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.

"ვიცი, რომ იდეაში ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ უნდა ვაქცევდე, მაგრამ მსგავსი შეტყობინებები ძალიან მწყინს. ის ბავშვია და მწერს: "შენ მაიმუნი ხარ, ნიგერო". ის პირადი შეტყობინებებია, რომლებსაც პატრიკ ო'ბრაიანი "ინსტაგრამზე" მიგზავნის. ამ ბიჭს საშუალება აქვს, მსგავსი რამ მომწეროს და არც არაფერზე ღელავს." - დაწერა უაითმა.

რასისტული შეურაცხყოფის გარდა, ბიჭი "მეთოფეების" ლეგენდას Covid-19-ით დაინფიცირებით ემუქრება: "თან დაახლოებით 65 წლის ხარ. მე რომ კორონავირუსი მქონდეს, პირდაპირ შენი
სახის მიმართულებით დავახველებდი და ამით სასიკვდილო განაჩენს გამოგიტანდი. თუ შეგხვდები, საფლავში ჩაგდებ." ასევე, რაითმა მიიღო შემდეგი შეტყობინებები: "ვერ გიტან, ვერ ვიტან დედაშენს, მამაშენს, შენს ძმებსა და დებს, მთლიანად შენს ოჯახს ვერ ვიტან".

"არსენალის" პრესსამსახურმა იანს მხარი დაუჭირა და განაცხადა:

"რასიზმის ადგილი ფეხბურთში და მთლიანად საზოგადოებაში არ არის. ჩვენ ვერ მოვითმენთ რასიზმის გამოვლინების ვერცერთ ფორმას. ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი ოჯახის წევრებით. ჩვენ ყოველთვის შენ გვერდზე ვართ, იან".

მკითხველის კომენტარები / 1 /
56 wlisaa Ian raiti
შაკო
12:25 14-05-2020
0

სიახლეები პოპულარული