რუნი: ის "მანჩესტერისთვის" ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც რონალდო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ The Times-თან საუბარში კომენტარი "წითელი ეშმაკების" სამხრეთ კორეელ ექსნახევარმცველ პაკ ჯი სუნზე გააკეთა.

"შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, თუმცა 12 წლის ბავშვთან კრიშტიანო რონალდო რომ ახსენო, ის მაშინვე აღფრთოვანებით იტყვის: "დიახ, ის ხომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო."

აი პაკ ჯი სუნზე რომ ჰკითხო, ბავშვების უმრავლესობა ვერაფერს გიპასუხებს, რადგან არც კი იციან ვინ არის.

ყველამ, ვინც პაკთან ერთად ვითამაშეთ, ვიცით, რომ ჩვენს წარმატებაში ის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც კრიშტიანო. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ პაკი კოლექტივს
იმას აძლევდა, რაც გუნდს სჭირდება. არავარსკვლავი ფეხბურთელები სპორტში ყველაზე მნიშვნელოვნები არიან.

გუნდის მნიშვნელობის გაცნობიერება კი იმის გაგებას ნიშნავს, თუ რას მოაქვს გამარჯვება. არა მხოლოდ გუნდის თამაშს, არამედ ტიტულები გუნდის მენტალობასაც მოაქვს,"- განაცხადა რუნიმ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული