დენი როუზი: ხალხს ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელები ლაბორატორიული ვირთხები ვგონივართ

AutoSharing Option
"ნიუკასლისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი პრემიერლიგის განახლებაზე მცირე კომენტარს აკეთებს.

"სიკვდილამდე მინდა ფეხბურთის თამაში. ძალიან კარგად მესმის, რომ პანდემიის პერიოდში ბევრი ადამიანი ჩემზე უარესად არის. ამიტომ არაფერზე ჩივილს არ ვაპირებ.

საქმე იმაშია, რომ ხალხს ფეხბურთელები თითქოს ლაბორატორიული ვირთხები ან კურდღლები ვგონივართ. ყველას აინტერესებს, სეზონის განახლებას და თამაშს შევძლებთ თუ ვერა.

წარმომიდგენია, როგორ სხედან სახლში და საუბრობენ, თუ რამდენ მილიონს გამოიმუშავებენ ფეხბურთელები და ამ მიზეზით ვალდებულნი არიან, ითამაშონ კიდეც.

თეორიულად მე შემიძლია ჩემი ჯანმრთელობით გავრისკო, რომ ადამიანები გავართო, მაგრამ გულახდილად
რომ გითხრათ, არ მინდა ამაში მონაწილეობა მივიღო." - ციტირებს დენის Goal.com-ი.

დენი "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ფეხბურთელია, რომელიც იჯარის წესით "ნიუკასლში" თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქათმებივით მშიშრები ხართ ზოგადად ინგლისელები,იმიტომ გიგებენ გერმანელები ყოველთვის ყველაფერში და სულ მოგიგებენ,რადგან თქვენგან და თითქმის ყველასგან განსხვავებით მათთვის შიში უცხო ხილია.რაც ახლაც დაამტკიცეს...
master
11:07 20-05-2020
1

სიახლეები პოპულარული