"მანჩესტერ სიტის" უკრაინელმა მცველმა ალეკსანდ ზინჩენკომ მშობლიური ქვეყნის ტელეარხ "ფუტბოლ 1"-ს მისცა ინტერვიუ და თანაგუნდელ ლეროი სანეზეც გააკეთა კომენტარი.
"გუშინ, 19 მაისს, კორონავირუსზე ტესტი ჩავაბარეთ, დღეს კი პასუხები მივიღეთ და ყველა უარყოფითი იყო. თუ ყველა კარგად იქნება, რაშიც მე ეჭვი მეპარება, და პრობლემა არავის შეექმნება, ჩვენ უკვე კვირიდან დავიწყებთ ვარჯიშს.
როცა ბაზას ვტოვებდი, ლეროი სანე დავინახე, თუმცა თავიდან ვერ ვიცანი და ჩვენი ავტობუსის მძღოლი მეგონა. ცოტა გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და მე "ბაიერნზე" ჩამოვუგდე სიტყვა. მან ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა.
ჩემი
აზრით, ყველაფერი ხელოვნურად ხდება, თუმცა წონასთან დაკავშირებით კი ნამდვილად აქვს პრობლემა. როგორც თქვეს, 7 კილო აქვს მომატებული", - განაცხადა ზინჩენკომ.