კანტე კორონავირუსის გამო ფრთხილობს და სახლში ვარჯიშობს

AutoSharing Option
"ჩელსიმ" ნახევარმცველ ნგოლო კანტეს უფლება მისცა, დროებით გუნდთან ერთად არ ივარჯიშოს.

კორონავირუსის გამო შეჩერებული სეზონის განახლებისას 29 წლის ფეხბურთელს დაინფიცირების შიში აქვს.

19 მაისს "ჩელსიმ" ვარჯიშები მცირე ჯგუფებით და სოციალური დისტანციის დაცვით განაახლა.

"ტელეგრაფის" ცნობით, კანტემ კლუბის ხელმძღვნელობას სახლში ვარჯიშის ნებართვა სთხოვა და მათ ფეხბურთელს მხარი დაუჭირეს.

კანტემ ამ სეზონში პრემიერლიგის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდური პრინციპი ვითომ სხვას არ ყავს ოჯახი და არ ნერვიულობს
L.J.
13:49 21-05-2020
0
ასეთებს კონტრაქტი უნდა გაიწყვიტონ ყველას
L.J.
13:46 21-05-2020
1

სიახლეები პოპულარული