კორონავირუსის შიშის გამო ნგოლო კანტე ამ სეზონში არ ითამაშებს

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევრმცველი ნგოლო კანტე კორონავირუსის გამო შეშფოთებულია და თუ სეზონი განახლდა, არ ითამაშებს, - იტყობინება Sky Sports-ი.

"ჩელსიმ" ვარჯიშები განაახლა, კანტეს კი სახლში დარჩენის უფლება მისცეს.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიიონატის დაწყების წინ გულის შეტევით ნგოლოს უფროსი ძმა გარდაიცვალა, იმავე წელს კი მან "ჩელსის" ვარჯიშზე გონება დაკარგა.

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ცნობით, კორონავირუსით შავკანიანების გარდაცვალების რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიანებისა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული