"მანჩესტერის" 19 წლის მცველმა მამას "Mercedes 4x4" აჩუქა

AutoSharing Option
19 წლის მცველი ბრენდონ უილიამსი პროგრესირებს, ამ სეზონში პრემიერლიგის 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა, კლუბმა კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა და ხელფასიც მოუმატა.

ბრენდონი კარგი ახალგაზრდაცაა, მშობლებს პატივს სცემს, მამას სიურპრიზი გაუკეთა და დაბადების დღეზე "Mercedes 4x4" აჩუქა.

უილიამსი მანჩესტერის მუშათა რაიონში, ჰარპურჰში გაიზარდა, მამა მუშა იყო, დედას პატარა კაფე ჰქონდა, მათ შვილის ნიჭი დაინახეს, ბოლომდე გვერდში დაუდგნენ და ახლა ბრენდონი ამაგს უფასებს.

ვერაფერს იტყვი, კარგია კარგ შვილს რომ გაზრდი და გაგიმართლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
L.J.
19:14 24-05-2020
1

სიახლეები პოპულარული