
Le10sport-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ 27 წლის კოუტინიოს აგენტებს, რომ უახლოეს დღეებში ფეხბურთელის კონტრაქტზე მუშაობა დაიწყონ.
რამდენიმე დღის წინ "ბავარიის" პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ კლუბი არ გამოიყენებს კოუტინიოს შეძენის უფლებას და ის "ბარსელონას" დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, კოუტინიოთი, ასევე, დაინტერესებულნი არიან ლონდონის "ჩელსი", "ტოტენჰემ ჰოთსპური" და "ნიუკასლი".