ვან გაალი "იუნაიტედზე": 600-მილიონიანი ბრუნვა ჰქონდათ და 1 ფეხბურთელი ვერ მიყიდეს

AutoSharing Option
ნიდერლანდელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი Voetbal International-ს "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ პერიოდზე ესაუბრა და "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობის კრიტიკას არ მოერიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" არ ჰქონდა საკმარისი კლასი ჩემპიონატის მოსაგებად და გუნდში საშინელი სელექცია იყო ჩატარებული. 10 ფეხბურთელი 30 წელს გადაცილებული იყო, 5-იც - 35-ის.

ავდექი და მათ ვუთხარი, რომ შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ვაპირებდი და ჩამოვუთვალე ის ფეხბურთელები, რომლების გუნდში მოყვანაც მსურდა. თუმცა ვერცერთი მათგანის მოყვანა ვერ მოახერხეს.

შემდეგ უკვე შენ სხვა სეგმენტზე გადადიხარ და როგორც მწვრთნელი, საკუთარ ჩარჩოში ჯდები. მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე
მდიდარი კლუბისაგან ამას არ ელოდები.

600 მილიონი ფუნტი ჰქონდათ ბრუნვა და ის ფეხბურთელი ვერ მოიყვანეს, რომელიც საჭირო იყო. თუ გინდა საუკეთესო იყო, გუნდში ნომერ პირველი მოთამაშე უნდა მოიყვანო და არა ნომერ მეშვიდე.

ამის შემდეგ შენ გიწევს სასურველთა სიაში მე-7 პოზიციაზე მყოფი მოთამაშის შეძენა, ვის სანაცვლოდაც მაინც დიდ თანხას იხდის გუნდი, რის გამოც ისევ მწვრთნელს აკრიტიკებენ და ლანძღავენ.

მე კი მაინც ოპტიმისტი ვარ. იმედები ერთზე მეტჯერ უნდა გამიცრუო, მე კარი რომ მოგიჯახუნო. ჩემთან მეორე შანსს აბსოლუტურად ყველა იღებს.

იმედგაცრუების მიუხედავად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" FA Cup-ი მაინც მოიგო. აქვე, ყველაფრის შემდეგაც კი, "იუნაიტედი" ჩემს კარიერაში უდიდესი მიღწევა იყო", - განაცხადა ვან გაალმა.

altის ბოროტი გენიოსია, "მანჩესტერიდან" ჩემი წასვლა მისი ბრალია - ვან გაალი

altფეხებზე მკიდია შენი კონტრაქტი, უნდა წახვიდე - ანუ როგორ გააგდო ვან გაალმა ვან პერსი მანჩესტერიდან


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული