ვებგვერდმა Footy Headlines-მა ლონდონის "არსენალის" 2020/21 წლების სეზონისთვის განკუთვნილი სათამაშო ფორმის ფოტოები გაასაჯაროვა.
გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილი მაისურით არტეტას შეგირდები გასვლით მატჩებს ჩაატარებენ. კომპლექტი თეთრ ფერშია შექმნილი და წითელი გრძელი ლაქებითაა "დატვირთული". თუ რამდენჯერმე შევხედავთ, ჟოლოს ჯემით მოთხვრილი თეთრი თეფშის ასოციაციაც შეიძლება გაგვიჩნდეს.
თავად კლუბი ოფიციალურად ახალ სათამაშო ფორმას ივლისში წარმოადგენს. "არსენალის" ტექნიკური სპონსორი გერმანული კომპანია "ადიდასი" გახლავთ.
მომზადებულია eurosport-ის მიხედვით
პრემიერლიგა 17 ივნისს "მანჩესტერ სიტი"-"არსენალით" განახლდება