"ლივერპულმა" სტივენ ჯერარდს 40 წლის იუბილე მიულოცა

AutoSharing Option
დღეს, 30 მაისს, "ლივერპულის" ლეგენდა სტივენ ჯერარდი 40 წლის გახდა.

მერსისაიდულმა კლუბმა თავის ყოფილ ფეხბურთელს იუბილე მიულოცა, რომელიც ახლა გლაზგოს "რეინჯერსის" მწვრთნელია.

"ლეგენდა. საოცნებო დაბადების დღეს გისურვებთ, სტივი", - წერს "ლივერპული" კლუბის "ტვიტერზე".

ჯერარდი "წითლების" ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა, მის რიგებში 11 ტურნირი და მათ შორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული