დისკვალიფიკაცია კორონავირუსზე ხუმრობის გამო - დელე ალი უცნაურად დასაჯეს

AutoSharing Option
ВВС-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ნახევარმცველი დელე ალი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით კორონავირუსზე ხუმრობის გამო დაისაჯა.

თებერვალში ალიმ Snapchat-ში ორი ვიდეორგოლი განათავსა. ერთ-ერთ მათგანს "კორონა, რაააა? გთხოვთ, ხმასთან ერთად მოუსმინეთ" ჰქვია. ვიდეოში ფეხბურთელი ნიღბით ზის, კამერას უყურებს და მის ფონზე აზიური აქცენტით მოსაუბრე ადამიანების ხმა ისმის.

მეორე ვიდეოში კი დელემ აზიური გარეგნობის მამაკაცი გადაიღო. კადრის ცენტრში თავიდან ის ჰყავდა, უცებ მიმართულება შეცვალა, კადრი ანტისეპტიკურ წამალზე გადაიტანა და დაწერა: "ჩემამდე მოღწევა რომ შეძლოს, ეს ვირუსი უფრო სწრაფი უნდა იყოს".

ოხუნჯობა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს "მანჩესტერ
იუნაიტედთან" მატჩის გამოტოვების ფასად დაუჯდა. აღნიშნული თამაში ლონდონში 19 ივნისს გაიმართება.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ალიმ ინგლისის პრემიერლიგაში 22 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული