"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის 5 საუკეთსო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" - პრაქტიკულად ინგლისური ფეხბურთის სიმბოლოა. კლუბი, რომლის ტრადიციები და ისტორია ათეულ წლებს ითვლის, არაერთი დიდებული თავდამსხმელი თამაშობდა. ისევე, როგორც მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" შემთხვევაში აქაც რთულია მხოლოდ 5 ფორვარდის ამორჩევა, შესაბამისად, კომენტარებში შეგიძლიათ საკუთარი ხუთეული გააკეთოთ. 

5. დენის ვაიოლეტი 1952-1962
დენისი ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და დაუფასებელი ფორვარდია ფეხბურთის ისტორიაში. ასევე, ვაიოლეტი ერთ-ერთია, ვინც 1958-ში მიუნხენის ავაიაკატასტროფის შემდეგ გადარჩა. ის იყო დაბალი, მობილური და გაჰქონდა ბევრი გოლი. ჯამში "წითელ ეშმაკების" შემადგენლობაში 159 გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეხუთეა.

4. რუდ ვან ნისტელროი 2001-2006
ჰოლანდიელი ცენტრფორვარდი - კლუბის ყველაზე სახიფათო ფორვარდი იყო. მან 219 მატჩში 150 გოლს მოუყარა თავი - საშუალოდ 0.68 გოლი თამაშში. დღემდე ეს კლუბის საუკეთესო საშუალო მაჩვენებელია. ჰოლანდიელს თითქმის ყოველთვის გაჰქონდა და თან ამას გამორჩეული ოსტატობით ახერხებდა.

3. უეინ რუნი 2004-2017
რუნი, შეიძლება, ნისტერლოივით სახიფათო არ იყო, ინგლისელმა კარიერის დიდი ნაწილი ნახევარდაცვაში გაატარა და სტატისტიკა მსუბუქად გაიფუჭა, თუმცა მაინც მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო. 559 მატჩში უეინმა 253 გოლი გაიტანა. როცა ის თავდამსხმაში თამაშობდა, მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო: სწრაფი, მოქნილი, ფიზიკურად ძლიერი და გიჟური სიძლიერის დარტყმა. 

2. დენის ლოუ 1962-1973
გენიალური შოტლანდიელი ფორვარდი, სწრაფი, ტექნიკური და მხტომიარე. არადა, დენისი საერთოდ არ იყო მაღალი, თუმცა ჰაერში კარგად მუშაობდა. 404 მატჩში დენისმა 237 გოლი გაიტანა. ამჟამინდელ "იუნაიტედს" ნამდვილად არ აწყენდა ლოუ.

1. ჯორჯ ბესტი 1963-1974
ჩრდილოეთირალანდიელი ფლეიბოი, კარგი დროის ტარების მოყვარული, მას შეეძლო გაცილებით წარმატებული კარიერა აეშენებინა, თუმცა მაინც მოახერხა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო. ის იყო ტექნიკური, შემოქმედი, ფანტაზიორი შემტები, ხოლო კლუბის ისტორიაში, სავარაუდოდ, ყველა დროის საუკეთსო დრიბლერი.

ასევე, აქვე უნდა დავასახელოთ სხვა გამორჩეული შემტევები: ერიკ კანტონა, ენდი კოული, დუაით იორკი და კრიშტიანო რონალდო. 

alt"რეალის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?

alt"ბარსელონას" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?

მკითხველის კომენტარები / 6 /
ავტორ სად არიან ჩარლტონი, კანტონა და კრისტიანო რონალდო???
MAXSIMUS
19:14 21-06-2020
0
იუნაიტედის ყველა ნამდვილი ფანისთვის ინგლისში, საუკეთესო ყველა პოზიციაზე მხოლოდ ერთი კაცი არსებობს: მეფე ერიკი!!!
King Erik!
17:00 14-06-2020
0

სიახლეები პოპულარული