The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსიში" დიდი წმენდა იწყება. კლუბი 6 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს. ესენი არიან: თემუე ბაკაიოკო, მიში მატშუაი, ვიქტორ მოზესი, დანიელ დრინქუოთერი, დავიდე ძაპაკოსტა და ემერსონი.
მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონელები აპირებენ ტიმო ვერნერის, კაი ჰავერცისა და ბენ ჩილველის დამატებას. ამ გარიგებების შედეგად კლუბის ხარჯი 250 მილიონი ფუნტი სტერლინგით გაიზრდება. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელების გაყიდვის შედეგად, ისინი ხარჯის შემცირებას შეეცდებიან.
ვერნერი გაფრენას ვერ ახერხებს - მას ლონდონში ელოდებიან
ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ