სანჩო "სიტიში" დასაბრუნებლად მზადაა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო თავის ახლობლებს ეუბნება, რომ "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნებისთვის ემზადება.

The Sun-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს შეუძლია გადავიდეს გუნდში, თუკი ინგლისელები "დორტმუნდს" ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული, თუმცა გერმანელებმა სანჩოს სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო მოითხოვეს, ხოლო "წითელმა ეშმაკებმა" ამ თანხის გადახდა არ მოისურვა.

მიმდინარე სეზონში 20 წლის სანჩომ 40 მატჩში 20 გოლი და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული