დღეს, 17 ივნისს, 3-თვიანი პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგა ბრუნდება. თბილისის დროით 20:00-ზე "ასტონ ვილა" "შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
22:15 საათზე კი "მანჩესტერ სიტი" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს.
თავდაპირველად პრემიერლიგის ხელმძღვანელები განიხილავდნენ მატჩების ჩატარების სხვადასხვა ადგილმდებარეობას. სახელდებოდა ინგლისის ფარგლებს გარეთ გაგრძელებულიყო ეროვნული ჩემპიონატი, თუმცა მოცემულობა უცვლელი დარჩა და გუნდები საშინაო არენებზე შეძლებენ თამაშს.
"სიტი"- "არსენალის" მატჩში აღსანიშნავია, რომ "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა "სიტის" თავკაცის, პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო.