ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.
წყაროს ცნობით, ლონდონის "ჩელსი" 35 წლის თავდამსხმელის ტრანსფერს განიხილავს და მზადაა იტალიურ მხარეს 120 მილიონი ევრო შესთავაზოს. მართალია, ტურინში რონალდოს კარიერის "ალიანც სტედიუმზე" დასრულებას განიხილავენ, თუმცა მომგებიან წინადადებას, სულ მცირე, განიხილავენ.
მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ტრანსფერში, შესაძლოა, პორტუგალიელის აგენტის, ჟოზე მენდეშისა და "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩის კარგი ურთიერთობა გახდეს.
"არისტოკრატები" შემადგენლობის საგრძნობლად გაძლიერებას აპირებს, რათა პრემიერლიგის მედლებისთვის მოახერხოს ბრძოლა. დედაქალაქური კლუბის ოფისში მიაჩნიათ, რომ კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი
გუნდის კონკურენტუნარიანობას ორმაგად გაზრდის.
კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" მადრიდის "რეალიდან" 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ინგლისის პრემიერლიგაში კი პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი 2003-09 წლებში თამაშობდა და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა.