დღეს, 18 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ "ლაიპციგის" ფორვარდი ტიმო ვერნერი ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა. ტიმომ "თვითერზე" მცირე კომენტარი გააკეთა:
"დაუჯერებლად ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ ამ ფანტასტიკური კლუბის შემადგენლობაში. "ჩელსის" ფანებო, მალე შევხვდებით."
დავამატებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტიმომ 41 მატჩში 31 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მოუტანა "ლაიპციგს".