"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა გარი ნევილმა "წითლების" მეკარე დავიდ დე ხეას თამაში შეაფასა.
"უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში დე ხეა "მანჩესტერის" ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც გუნდი ენდობოდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. როცა ფეხბურთელს ფორმა 6 თვის განმავლობაში უვარდება, ეს ნიშანია, მაგრამ როცა ეს წელიწადზე დიდხანს გრძელდება - წუხილს იწვევს.
დავიდი ისეთ შეცდომებს უშვებს, ადრე რომ არ დაუშვებდა. იმან, თუ როგორ მიიღეს ესპანელმა გულშემატკივრებმა დე ხეა, მასზე ცუდად იმოქმედა. ესპანელებიც კი უსტვენდნენ მას. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის
შეტანა დაიწყო. მორალურად ის ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო", - ციტირებს გარის Sky Sports-ი.