კეინმა 6 თვის შემდეგ პირველად გაიტანა - "ტოტენჰემმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 31-ე ტურში "ტოტენჰემმა" "ვესტ ჰემი" 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის დასასრულს მსაჯმა მასპინძელთა თავდამსხმელ სონის გატანილი გოლი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა.

64-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ტომაშ სოუჩეკმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო 82-ე წუთზე ჰარი კეინმა მეორედ დაამწუხრა მეტოქე.

"ტოტენჰემი" 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 2 ივლისს სტუმრად "შეფილდ იუნიტედს" შეხვდება.

კეინმა 28 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. მას ტრავმის გამო ნახევარი წელიწადი გაუცდა.

"ვესტ ჰემმა" ზედიზედ მეშვიდე გასვლითი მატჩი წააგო, რაც 2006 წლის შემდეგ მისი ყველაზე უარესი შედეგია.
მაშინ გუნდს სათავეში ალან პარდიუ ედგა. ამას გარდა, დევიდ მოიესის შეგირდებმა მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე ავტოგოლი გაიტანეს - ეს პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ანტირეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული