არტეტა: შანსი გვაქვს, ევროთასებზე გავიდეთ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა თავისი გუნდის ევროთასებზე გასვლის შანსებს აფასებს.

"აქვს თუ არა შანსი "არსენალს" ევროთასებზე გასვლის? მე ყოველთვის პოზიტიურად ვარ განწყობილი. ჩვენ საკმარისი მატჩები დაგვრჩა, რომ ეს გავაკეთოთ.

ჩემი მუშაობის პერიოდში ზედიზედ ორჯერ დავმარცხდით, მაგრამ დღეს მოვიგეთ, ეს კი განწყობას მიმაღლებს და გუნდს აძლიერებს.

კალენდარი საკმაოდ რთული გვაქვს. 4 შეხვედრა სტუმრად უნდა გავმართო, ხოლო ფეხბურთელები აღდგენის პროცესს ჯერ ისევ გადიან", - ციტირებს არტეტას BBC. 

31-ე ტურის შემდეგ "არსენალი" პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა. 

altმიკელ არტეტა: "მან. სიტისთან" მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული