"ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ და ლეგენდამ, ბრიუს გრობელარმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პსჟ-ის ვარსკვლავ კილიან მბაპეს მერსისაიდულ კლუბში სავარაუდო ტრანსფერზე.
"თუკი მბაპე ენფილდზე სათამაშოდ გადმოვა, მას საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცება მოუწევს. ჩვენ არ ვიცით, რა გარემოებები იქნება მომავალში. ყველაფერი კი კლოპზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, მომავალ სეზონში რაღაც ახალი გვაჩვენოს.
"ლივერპულში" ვინც უნდა მოვიდეს, როგორც ამას ტაკუმი მინამინოს მაგალითზე ხედავთ, საკუთარი თამაშის გაუმჯობესება მოუწევს, თუ ძირითად შემადგენლობაში სურს მოხვედრა.
ახლა ყველა ფეხბურთელს სურს "ლივერპულში" თამაში, რადგან ჩვენ ჩემპიონები ვართ. მოთამაშე, რომელსაც ჩვენთან გადმოსვლა არ
უნდა, ექიმს უნდა გაესინჯოს", - განაცხადა გრობელარმა.
გრობელარი, რომელსაც კარიერის მანძილზე 19 კლუბში უთამაშია, "ლივერპულის" კარს 1980-94 წლებში იცავდა და პრემიერლიგაში 440 შეხვედრა ჩაატარა. ის ზიმბაბვეს ნაკრების მეკარე გახლდათ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით