"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ინგლისი თასზე "არსენალთან" მოახლოებულ ნახევარფინალზე საუბრობს.
"ჩელსისთან" მარცხის შემდეგ მოხარულები ვართ, რომ ისევ ლონდონში, "უემბლიზე" უნდა ვითამაშოთ. ჩვენ "არსენალს" ვხვდებით. შანსი გვაქვს, ჩემპიონატის ფინალში გავიდეთ.
ინგლისის თასი - დაუჯერებელი ტროფეია, რომელიც დამატებით ბონუსს მოგვცემს. პრემიერლიგაში ორი მოგება გვესაჭიროება, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური გავინაღდოთ.
გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ 2 ტურნირი მოვიგოთ. კარგი იქნება, "რეალთან" საპასუხო მატჩის წინ თუ შესანიშნავ ფორმაში ვიქნებით. ინგლისის თასის მოგება ამ მატჩისთვის ყველაზე კარგი მომზადება იქნებოდა", - ციტირებს პეპს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა
ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "სიტიმ" "რეალს" მადრიდში 2:1 სძლია. საპასუხო შეხვედრა 7 აგვისტოს, მანჩესტერში გაიმართება.