ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი რობინ ვან პერსი თვლის, რომ "მეთოფეებმა" თავისი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს.
ასევე, ხაზს უსვამს იმას, რომ გუნდმა უკეთესად უნდა იმუშაოს დაცვაში, რამდენადაც ფლანგით მოწოდებულ ბურთებს ხშირად უშვებს.
"ვიდიჩი და ფერდინანდი სიკვდილამდე იბრძოდნენ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კარი მშრალად შეენახათ. "არსენალის" მცველებმა მათგან მაგალითი უნდა აიღონ.
მოკლედ, ახალი არაფერია. ეს პრობლემა ჯერ კიდევ ჩემს დროს იყო. არ მინდა ვთქვა, რომ ამჟამინდელი მცველები ცუდები არიან, უბრალოდ, გუნდს სხვა დონის ფეხბურთელები ესაჭიროება", - ციტირებს ჰოლანდიელს Goal.com-ი.
ამჟამად "არსენალი" 43 ქულით
პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა.