ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ "მეთოფეთა" ნახევარმცველ მესუთ იოზილის მდგომარეობის შესახებ გააკეთა კომენტარი.
"იოზილი? ვფიქრობ, მესუთი უთამაშებლობით არც ისე კმაყოფილია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყო ტრავმირებული და კარგად უნდა დავაკვირდეთ, მისი გამოჯანმრთელების პროცესი როგორ წარიმართება.
იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე არ გამოდის, თავს კარგად არ გრძნობს და იმედგაცრუებულია. მინდა, რომ ყველა ჩემი მოთამაშე საუკეთესო ფორმაში იყოს და არჩევანის საშუალება მქონდეს. ეს გუნდს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
ვთვლი, რომ მესუთს უნიკალური სპორტული ღირსებები გააჩნია. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია
იმ პოზიციაზე, რომელზეც თამაშობს", - განაცხადა არტეტამ.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გერმანელმა ნახევარმცველმა 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. იოზილი "არსენალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით