ჩემპიონი "ლივერპული" თამაშის იშტაზე არ იყო და "ეტიჰადზე" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 32-ე ტურში "ლივერპული" ჩემპიონის რანგში ეწვია "მანჩესტერ სიტის", სადაც საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს და 4:0 დაამარცხეს.

რა თქმა უნდა, მატჩის შედეგზე სტუმართა გუნდის უმოტივაციობამ იმოქმედა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, სეზონი პრაქტიკულად დაასრულა.

რაც შეეხება "ქალაქელებს" - 66 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ლესტერს" უკვე 11 ქულით უსწრებს და 5 ივლისს სტუმრად "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.

მანჩესტერ სიტი - ლივერპული 4:0
გოლები: 1:0 დე ბრუინი (25, პენ), 2:0 სტერლინგი (35), 3:0 ფოდენი (45), 4:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (66, საკ.
კარში)

მკითხველის კომენტარები / 5 /
სადაც და როცა კი მოსაგები ქონდა ვერსად ვერ მოუგო სიტიმ ლივერპულს ერთის გარდა შარშან და გუშინდელ თამაშს არც ერთისთვის ქონდა აზრი და არც მეორისთვის...
რავი აბა
12:43 03-07-2020
3
სტატია ლივერპულის ფანის დაწერილია. ლივერპულს მოტივაცია არა მგონია კლებოდა, ასეთი დამცირება უშუალო კონკურენტისგან მაინც ძნელი მისაღებია(გუშინვე გავიგეთ რომ ვადამდელი ჩემპიონის ასეთი დამცირება მეორედ მოხდა 1996 თუ 1997 წლის მერე). სიტისთვისაც მატჩის შედეგს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ქონდა, მეორე ადგილი ისედაც განაღდებული აქვს. ლივერპულს კონცენტრაცია კი ნამდვილად აკლდა და ალბათ არც არის გასაკვირი ორი-სამი დღე გადაბმული ქეიფის შემდეგ. ეს წლევანდელი ლივერპულის სიძლიერეს არ აკნინებს, თუმცა შარშანდელი და წლევანდელი ლივერპულის და სიტის ქულებს რომ შეადარებ, შეიძლება იფიქრო რომ ლივერპული იგივე დონეზე თამაშობს, მაგრამ სიტიმ ჩააგდო ეს სეზონი.
ნიკ
11:51 03-07-2020
4

სიახლეები პოპულარული