"მანჩესტერმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა და მეოთხე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 33-ე ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე 5:2 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ბორნმუთი".

"მანჩესტერი" 55 ქულით მეოთხე ადგილზეა და 9 ივლისს ბირმინგემში "ასტონ ვილას" შეხვდება.

გრინვუდმა ამ სეზონში 15 გოლი გაიტანა და უკანასკნელი 37 წლის მანძილზე "იუნაიტედის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია - ის 18 წლისა და 277 დღისა. წინა რეკორდი ნორმან უატსაიდმა 18 წლისა და 19 დღის ასაკში დაამყარა.

"მანჩესტერმა" ყველა ტურნირზე მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგო საერთო ანგარიშით 13:3.

მანჩესტერი - ბორნმუთი 5:2
გოლები: 0:1 სტანისლასი (15), 1:1 გრინვუდი (29),
2:1 რეშფორდი (35, პენ), 3:1 მარსიალი (45+2), 3:2 კინგი (49, პენ), 4:2 გრინვუდი (54), 5:2 ფერნანდესი (59)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული