"ტოტენჰემმა" "ევერტონს" სძლია - მოურინიომ პრემიერლიგაში მე-200 გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 33-ე ტურში "ტოტენჰემმა" სახლში 1:0 დაამარცხა "ევერტონი". ავტოგოლი 24-ე წუთზე მცველმა მაიკლ კინმა გაიტანა.

"ტოტენჰემი" 48 ქულით მერვე ადგილზეა, "ევერტონი" კი 44 ქულით - მეთერთმეტეზე.

პირველ ტაიმში "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისსა და მის თანაგუნდელ სონს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. ისინი გააშველეს, მეორე ტაიმში კი შერიგების ნიშნად ერთმანეთს გადაეხვივნენ.

მასპინძლებს ტრავმის გამო ნახევარმცველი დელე ალი ვერ დაეხმარა.

ეს პრემიერლიგაში მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მე-200 გამარჯვებაა და ამ მაჩვენებლით მეოთხეა. მხოლოდ ალექს ფერგიუსონმა მოახერხა ამის 4 შეხვედრით ადრე მიღწევა - 326 322-ის
წინააღმდეგ.

ალექს ფერგიუსონი - 528 მოგება
არსენ ვენგერი - 476
ჰარი რედნაპი - 236
დევიდ მოიესი - 207
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული