მოურინიო: კარგია ლორისმა და სონმა ერთმანეთს რომ აგინეს, ეს ჩემ გამო მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ევერტონთან" მოგებული მატჩის (1:0) შესვენებისას გუნდის კაპიტან უგო ლორისსა და ნახევარმცველ ჰენ მინ სონს შორის მომხდარ კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა.

"ეს ბრწყინვალე იყო. შესაძლოა, ეს ჩვენი შეხვედრების შედეგიც გახლავთ. ეს კონფლიქტი ჩემი ბრალია.

მე გავაკრიტიკე ფეხბურთელები, რადგან, ჩემი აზრით, ისინი თვითკიტიკულად არ არიან განწყობილები, ერთმანეთისაგან მეტი უნდა მოითხოვონ. სწორედ მე ვთხოვე მოთამაშეებს თანაგუნდელებისთვის იმ ემოციის მიცემა, რაც სხვებს აკლიათ.

ამ სიტუაციაში კი კაპიტანმა იფიქრა, რომ გუნდისთვის ბიძგი ასე უნდა მიეცა. ეს კი ძალიან კარგ ბიჭს,
სონის შეეხო, რომელიც ყველას ძალიან უყვარს.

მართალია, ერთმანეთს არასასიამოვნო სიტყვებით მიმართეს, მაგრამ ეს გუნდისთვის იყო მნიშვნელოვანი. როგორც კი მოთამაშეების რეაქცია დავინახე, მივხვდი, რომ ისინი ბოლომდე ერთად იქნებოდნენ", - განაცხადა ჟოზემ.

ლორისსა და სონს შორის ვითარება პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ დაიძაბა, როცა ფრანგმა მეკარემ გასასვლელისკენ მიმავალ კორეელს რაღაც მიაძახა, პასუხის მიღების შემდეგ კი ნახევარმცველს მივარდა... მოჩხუბრები თანაგუნდელებმა გააშველეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ლორისი და სონი მოედანზე ერთად გამოვიდნენ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟოზე შე გაფსუებულო, სადაც მივიდა ყველგან როგორ აურია გუნდში სიტუაცია? ლორისი და სონი რო იჩხუბებენ ეგ უკვე ზედმეტია
emre
13:43 07-07-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული